logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ვეთანხმებით შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა, ამას სჭირდება გამართული გაფორმება
ირაკლი კობახიძე: ვეთანხმებით შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა, ამას სჭირდება გამართული გაფორმება
13:29 23.02.2019
„ჩვენ ვეთანხმებით შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, თუმცა, ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამართული შეფასება, გამართული გაფორმება და ამაზე მზად ვართ მსჯელობისთვის“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას.

„მე პირადად გავაკეთე განცხადება ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს, ზოგად შინაარს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი, დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით, შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის ტექსტი მათი შეფასებითაც გაუმართავი იყო.

„სხვათა შორის, უმრავლესობის ჯერ კიდევ წევრებმა მაშინ, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას მაშინ, როდესაც ისინიც იმავე პოზიციას აფიქსირებდნენ მანამდე - ისინიც აცხადებდნენ, რომ ტექსტი იყო გაუმართავი, შესაბამისად, იყო შეუძლებელი მისი მხარდაჭერა, თუმცა, იმ დღეს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც დაუჭირეს რეზოლუციას მხარი. რამდენიმე ადამიანზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა