საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი
საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,ნ რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.შეხვედრის მსვლელობისას, ელჩმა მინისტრს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 2019 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირში რუმინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. დავით ზალკალიანმა რუმინეთის ელჩს წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვა და აღნიშნა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობა ემთხვევა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს და იმედი გამოთქვა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

















