საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის თავდაცვის მინისტრის
მოადგილეს, კლემენ გროშელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილესსაქართველოსა და სლოვენიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს აქტიური თანამშრომლობისა და როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისათვის.
ასევე, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

















