საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, არჩილ კალანდია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს, ჭანგ ძიანგუოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებებით განიხილეს.
მხარეები შემდგომი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

















