თბილისში, საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციებს შორის, რიგით მე-4
ერთობლივი საკონსულო სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა. ირანის მხრიდან დელეგაციას კი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ალი ასყარ მოჰამადი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ორი ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საკონსულო მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების მნიშვნელობას. განიხილეს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ფორმები და შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. მხარეებმა დაადასტურეს, რომ საკონსულო კონსულტაციები, ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი კავშირებისა და ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია.

















