ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო
საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.
ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, ესვატინის მხარეს კი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი თული დლადლა.
კონსულტაციებზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის, ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განვითარება, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა განიხილეს.

















