ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ
ქალაქ ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ელჩმა მათ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, სავაჭრო და ბიზნეს პოტენციალი გააცნო. ღონისძიება Greater Houston Partnership ორგანიზაციის მიერ ჰიუსტონის საერთაშორისო სავაჭრო საბჭოში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძე ასევე სიტყვით გამოვიდა Rice University უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლში (Baker Institute for Public Policy). საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა რეგიონალური უსაფრთხოების წინააღმდეგობებზე და მათ გავლენაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე ჰიუსტონში ბაზირებული საპატიო კონსულების კორპუსისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის მრავალი მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს საელჩო განაგრძობს შეხვედრებს ამერიკის სხვადასხვა შტატის კერძო ბიზნეს სექტორთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

















