საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ,ლაშა დარსალია,საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს,ღასან ხალილს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში UNICEF-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ლაშა დარსალიამ ღასან ხალილს ,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა .
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან მშობლიურ ენაზე
განათლების მიღების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ,ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე ნათქვამია განცხადებაში.

















