logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
14:50 21.02.2019
თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს შეხვდა.

ერიკ ჰოგმა მოკლედ მიმოიხილა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე მოვლენები. ყურადღება დაეთმო კონტროლირებად გადაკვეთის პუნქტებზე უკანასკნელ პერიოდში შემოღებულ შეზღუდვებს და მათ გავლენას ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საცხოვრებელ პირობებზე.

შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის რეფორმის შედეგად შემუშავებულ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზები და გაძლიერდა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციები. ასევე, საუბარი შეეხო პარლამენტის როლს, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში და საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს და მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა პარლამენტში მიმდინარე კვლევითი ცენტრის რეფორმით და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობით. ერიკ ჰოგმა დასძინა, რომ ამ მიმართულებებით საინტერესო იქნებოდა თანამშრომლობა და სამომავლოდ ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო ნდობის ჯგუფის საქმიანობას, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

მხარეები შეთანხმდნენ მისიასა და საქართველოს პარლამენტს შორის ფუნქციური თანამშრომლობისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა არსებობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა