„ლეიბორისტულმა პარტიამ“ დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განუცხადა, პარტიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებით აჭარის უზენაეს საბჭოსაც მიმართა.
„არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება ცესკო-ში რამდენიმე საათის წინ შევიტანეთ, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილ-ივანიშვილის ოლიგარქიული კლანური ბანდის წინააღმდეგ“-განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატებს ეტაპობრივად დაასახელებს.

















