logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მერაბიშვილმა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის პრეზენტაცია გამართა
მერაბიშვილმა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის პრეზენტაცია გამართა
12:54 03.08.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წყალტუბოს რაიონში ჩავიდა და ადგილობრივ ფერმერებს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის  სახელმწიფო კომპანიის შექმნის ინიციატივა გააცნო.

საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციას „შპს საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის" დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი ესწრებოდა.

როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კომპანიის მიზანი ქართველი გლეხებისა და ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობაა.

„იმისთვის, რომ გლეხებმა თავისი ჭარბი პროდუქცია საზღვარგარეთ გაიტანოს სახელმწიფო კომპანია შევქმენით. უცხოეთში ქართული პროდუქციის გატანა ექსპერიმენტულად უკვე დაიწყო“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, კომპანია მწარმოებლებს საბაჟო პროცედურების გამარტივებულად გავლის, პროდუქციის ტრანსპორტირების და მათი საზღვარგარეთის ბაზრებზე გატანის მიმართულებით დაეხმარება.

ამისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, ხილისა და ბოსტნეულის შემგროვებელი პუნქტები გაიხსნება, რომლებიც მიღებული პროდუქციის დახარისხების, დაფასოების და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. პროდუქციის ტრანსპორტირებაში აქტიურად ჩაერთვება რკინიგზა და ავიაცია.

„თუ სახელმწიფო კომპანიას პროდუქცია გაუფუჭდა, თუ გვიან ჩაიტანა, ამ შემთხვევაში კომპენსაციას ფერმერი, გლეხი და მწარმოებელიც მიიღებს“ - აღნიშნა პრემიერმა.

მერაბიშვილის განცხადებით, შემგროვებელი პუნქტები გაიხსნება გურჯაანში, სადაც ატამს, ქლიავს და ხურმა-კარალიოკს ჩიბარებენ, ასევე გორში, ახალციხეში, ჩაქვში, ინგირში, სამტრედიაში და წყალტუბოში.

ყველაზე თანამედროვე ჩამბარებელი პუნქტი კი, მერაბიშვილის თქმით, წყალტუბოში იქნება, სადაც მწვანილს თანამედროვე მეთოდებით შეფუთავენ და უკრაინის საწყობში გადაიტანენ.

„ამჟამად, უკრაინაში შემნახველი ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ქართული ხილისა და ბოსტნეულის, როგორც უკრაინის, ისე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებზე გატანა მოხდება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის ბაზრებზე მოთხოვნის არასტაბილურობა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა, რაც ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა