logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
18:41 19.02.2019
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კომიტეტის აქტივობა სწორედ, ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა“, - აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მომხსენებელმა, კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, იმ ძირითად აქტივობებზე ისაუბრა, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

„წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტი კანონმდებლებმა პირველი მოსმენით დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე განიხილეს. „ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, არაღიარების პოლიტიკა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რეგიონული კავშირების გაძლიერება, ეკონომიკური დიპლომატია, საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერება და სტრატეგიული კომუნიკაციები არის სწორედ ის პრიორიტეტები, რაზეც მიმდინარე წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იმუშავებს.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, 2018 წლის სექტემბერში პირველად ჩატარდა საპარლამენტო კონფერენცია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების და დეზინფორმაციის სფეროს მიეძღვნა. „ჩვენ გავითვალისწინეთ კონფერენციაზე გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები და ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. სოფიო ქაცარავას განმარტებით, კომიტეტში უკვე შეიქმნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა