საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მაიკლ გრანტს შეხვდა.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა და მინისტრის მოადგილემ შეხვედრისას ვენესუელაში არსებული კრიზისი და ლეგიტიმური პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ელჩმა აცნობა მაიკლ გრანტს, რომ საქართველო მიუერთდა ლიმას ჯგუფის ოტავას დეკლარაციას, რომელიც გმობს მადუროს რეჟიმის ქმედებებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერისა და დახმარებისკენ მოუწოდებს.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ დეკლარაციას შეუერთდა.
კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ქვეყანაა, ამიტომაც ვენესუელელი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის მხარს უჭერს და მზად არის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით მათ დაეხმაროს.
ელჩმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ვენესუელის დროებით მთავრობას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კანადის და სხვაპარტნიორი ქვეყნების პოზიციაზე
არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სუვერენიტეტისა დაოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა.

















