logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ოთარ ჩრდილელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, - ქართველი სამხედროები ნატო-ს სწავლებას უხელმძღვანელებენ
ოთარ ჩრდილელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, - ქართველი სამხედროები ნატო-ს სწავლებას უხელმძღვანელებენ
13:21 19.02.2019
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ოთარ ჩრდილელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ეხმაურება.

„მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს მნიშნველოვანი შეხვედრები ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივანთან და მოადგილესთან, ასევე ამერიკის ელჩთან ნატოში.

მოგეხსენებათ, მარტის თვეში საქართველოში დაგეგმილია უპრეცედენტო მასშტაბის ნატო-საქართველოს სწავლება, სადაც გაზრდილია, როგორც მონაწილე ქვეყნების, ასევე მონაწილე სამხედროების რაოდენობა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველი სამხედროები უხელმძღვანელებენ სწავლების, როგორც ორგანიზების, ასევე აღსრულების ფაზებს, რაც ჩვენი სამხედროების უმაღლეს პროფესიონალიზმზე და ნატოსთან სრულ თავსებადობაზე მეტყველებს.
აღნიშნული სწავლების პერიოდში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის, უმაღლესი სამხედრო ორგანოს - სამხედრო კომიტეტისა და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტები. ასეთი ტიპის უმაღლესი დონის ვიზიტები არის ნატოს მხრიდან უპირობო ნდობისა და უპრეცენდენტო მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება.

ცხადია, ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს საქართველოსა და ნატოს შორის გაღრმავებულ ურთიერთობებზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების შედეგი.

მინდა ასევე გამოვეხმაურო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით შემდგარ ვიზიტს, სადაც ის შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მოქმედ თავდაცვის მდივანს და სხვადასხვა მეგობარი ქვეყნის მეთაურებს. შეხვედრების დროს მკაფიოდ გაესვა ხაზი, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა დროის ნიშნულზე უფრო მაღალია და ის კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს და ჩვენი რეფორმები სამაგალითოდაა აღიარებული, როგორც ნატოს პარტნიორი, ასევე ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის. შეხვედრის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მოქმედმა მდივანმა მხარი დაუჭირა და მიესალმა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ რეფორმებს და მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის მზარდი დინამიკის კონტექსტში მსურს გამოვყო ამბიციური, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც წარმატებით
ხორციელდება და ჯამში 9 ქვეით სამანევრო ბატალიონს მოამზადებს და აღჭურავს ნატოს სტანდარტებით.

სწორედ, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი თავდაცვის უნარიანობის ზრდის მიმართულებით ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმა, რაც არის უახლესი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების - ჯაველინების შესყიდვა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვითარდება საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედროები როტაციული პრინციპის საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტ სახმედრო სწავლებებს ჩაატარებენ.

ყველაფერი ეს ნათლად მიანიშნებს რომ იზრდება ნატოს ხილვადობა საქართველოში და გზავნილი-მეტი ნატო საქართველოში, რეალობაა. მთავრობა, ასეთი თანმიმდევრული და პრინციპული ნაბიჯებით აუცილებლად მიაღწევს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზანს და საქართველო აუცილებლად გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტი იქნება“ - აღნიშნავს ოთარ ჩრდილელი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა