logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: ტერმინი მწვანე ხაზები ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში
კახა კუჭავა: ტერმინი მწვანე ხაზები ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში
12:55 19.02.2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივა კანონპრექტის ავტორებმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

„ტერმინი „მწვანე ხაზები“ ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში“- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.

„კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი“ - განმარტა კახა კუჭავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს.

„ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ვითანამშრომლებთ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან, რომლის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, ამ პროექტში ჩაერთოს.

ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური კანონი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდულად ამ კანონში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, გაზარდოს ასეთი ტერიტორიების საზღვრები და კიდევ უფრო დაემატოს გამწვანებული ადგილები ქალაქის სივრცეებს. ამ საკითხზე ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან ერთად, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ადამიანს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს, ჩაერთოს, შემოგვთავაზოს იდეები და მოსაზრებები. როდესაც კანონპროექტის პირველივე ვერსია დასრულდება, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ შენიშვნებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კეთილშობილურ მიზნებს ატარებს ეს კანონპროექტი, დარწმუნებული ვარ, ფართო მხარდაჭერა ექნება“ - აღნიშნა კახა კუჭავამ.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გარემოს დაცვის თემა განსაკუთრებით აქტუალურია.

„ძალიან ხშირად ვხვდებით, როცა პარკებსა თუ სკვერებში ადამიანები მშენებლობას აპროტესტებენ და სავსებით სამართლიანად. ახალი ინიციატივით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ამ პროცესს. როდესაც შემოვა ერთ-ერთი პოზიტიური ტერმინი კანონმდებლობაში, „მწვანე ხაზები“, ეს ტერმინი დაიცავს პარკებს, ბაღებს, სკვერებს აღნიშნულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საამაყო ნაბიჯი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, მას ექნება საზოგადოებისა და ჩვენი კოლეგების მხრიდან მხარდაჭერა. ძალიან დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. მე და კახა კუჭავა ამ იდეისა და ინიციატივის თანაავტორები ვართ . ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო USID-ს, რომელიც ამ საკანონმდებლო პროცესში ჩართული იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ავტორებს კონსულტაციები თბილისის მერსა და მის მოადგილეებთან ჰქონდათ, რომლებიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებენ.

„ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ამ კანონპროექტზე მუშაობის დროს. მათი მხრიდან ეს მხარდაჭერა, ვიდრე ამ ინიციატივას გავახმოვანებდით, კარგად და ნათლად ჩანდა მათ გადაწყვეტილებებში, მაგალითად, როცა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ უნდა განთავსებულიყო, ეს იყო წინასწარი თანხმობა ასეთ ინიციატივაზე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა