logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
15:27 18.02.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ჰუბერტ ქნირშმა ანრი ოხანაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ანრი ოხანაშვილმა გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„დღეს შედგა ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ ქნირშს გაწეული საქმიანობისთვის, რასაც ის საქართველოს მხარდასაჭერად ახორციელებს. მადლობა გადავუხადე, ზოგადად, გერმანელ ხალხს და გერმანიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, იმ რეზოლუციისთვის, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგმა 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო, სადაც საქართველო მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, ასევე იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმ რეფორმებისთვის, რომელსაც საქართველო გერმანიის მთავრობის დახმარებით ახორციელებს. ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადე ასევე იმისთვის, რომ გერმანიის მთავრობას სურს საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით გერმანულ მხარესთან“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.

„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. მოსამართლეთა სიას. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით უნდა მოხდეს ღირსეული, პროფესიონალი კანდიდატების შერჩევა. მისი პოზიცია, ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის სწორი მიდგომა და შესაბამისად, იგი მხარს უჭერს პარლამენტს ამ რეფორმების წარმართვასა და განხორციელებაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციისა და მიგრაციის პროცესებს, სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა