საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში
გერმანიის ბუნდესტაგში გერმანიის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეს ანალენა ბაერბოკს შეხვდა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გერმანიის ბუდენსტაგის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა გერმანია - საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რაც გამოიხატა, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებში, გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტით საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტით ბერლინში. საუბარი შეეხო გერმანია და საქარველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებსაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუნდესტაგის წევრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევასა და სიცოცლის ხელყოფის უხეშ ფაქტებზე, რაც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გერმანიის ბუნდესტაგის მნიშვნელოვანი როლი.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ მნიშვნელოვან ორმხრივ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

















