logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა
დავით ზალკალიანი: საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა
13:39 17.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო და მონაწილეებს მიაწოდა სრული სურათი, როგორც ქვეყნის მიღწევების, ისე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა ძირითად საკითხს, აქცენტები გააკეთა როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიაზე, ისე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე და ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისაუბრა ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის საქართველოს როლზე არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმ მნიშვნელოვან ეკონომკიურ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნას აძლევს საშუალებას, მიუხედავად რთული გარემოსი, დააფიქსიროს ეკონომიკური ზრდა. აქცენტი ასევე გაკეთდა ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესზე, იმაზე, რომ საქართველო არის წინ წასული ინტეგრაციული ნაბიჯებით ყველა სხვა ასპირანტ ქვეყანასთან შედარებით და ამას სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები ნატო-ს მხრიდან“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, ყველა ძირითად პანელზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხსენიებულია, არა მხოლოდ მისდამი მიძღვნილ დისკუსიებზე, არამედ ბევრი ლიდერის და ექსპერტის მხრიდან კონფერენციის ფარგლებში.

„მიუხედავად უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დაეთმო სამი დამოუკიდებელი ღონისძიება, მათ შორის ორი პარალელური სესია, რომლიდანაც ერთი საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო მეორეზე, რომელიც თავად კონფერენციის და გერმანიის ატლანტიკური საბჭოს მიერ გაკეთდა, საქართველო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. საქართველოს ასევე დაეთმო ერთ-ერთი მთავარი სესია, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთლიანობაში საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის კონფერეციაში იყო წარმატებული“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა