logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა
საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა
10:16 17.02.2019
მიუხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე უძღვებოდა.

გამომსვლელებს შორის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც მიმართა, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები და ქვეყანაში გატარებული რეფორმები.

დავით ზალკალიანმა ფართოდ მიმოიხილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ ნატოსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, მიულოცა თავის კოლეგას და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითი იმედის მომცემია საქართველოსთვისაც ნატოს ღია პოლიტიკის თვალსაზრისით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის მოსახლეობის მაღალ მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა რომ მოსახლეობის 78%-ზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბრიუსელში ნატოს უკანასკნელ სამიტზე საქართველოს მონაწილეობის ფაქტი, რამეთუ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩენი ქვეყანა უკრაინასთან ერთად ამ დონის სამიტზე იყო წარმოდგენილი და განიხილებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში. აშკარაა რომ შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ხდება“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებული დეკლარაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მზაობას, ამყარებს ბუქარესტის სამიტის გზავნილებს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.

გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე მიმოიხილა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში გაძლიერებული თანამშრომლობა.

მრგვალი მაგიდის სტუმრებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა