logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
18:55 16.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიუნხენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენში საქართველოს სათვისტომოს საბჭოს ხელმძღვანელი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, განხილული იქნა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები და ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.


მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დიასპორის წარმომადგენლებსა და საქართველოს საელჩოებს შორის ინტენსიური კომუნიკაციის არსებობის აუცილებლობას.

მინისტრმა ასევე მიმოიხილა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც გასულ წელს მნიშვნელოვანი შედეგით - გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტით დაგვირგვინდა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტზე გერმანიაში, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.


საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას. მინისტრმა ისაუბრა თავშესაფრის მაძიებელთა სტატიის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა მოხდეს მსგავსი უკანონო ქმედებების პრევენცია და საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ სრულფასოვანი ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის წესების შესახებ.


მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის შემცირებისკენ მიმართული მთავრობის ინიციატივები, მათ შორის ის საინფორმაციო კამპანნია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში ახორციელებს. მან ასევე ისაუბრა ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმატებულ თანამშრომლობაზე გერმანიის შესაბამის სამსახურებთან.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქართული დიასპორის აქტივობაზე გერმანიაში, მათ შორის ხაზი გაესვა საკვირაო სკოლების მნიშვნელობას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით.


მინისტრმა ასევე ისუაბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმებზე და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა