საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს ქრისტოდიულიდეს შეხვდა
.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ მხრივ, კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის აპრილში ეწვიოს საქარველოს, დადებითად შეაფასეს.
მინისტრებმა მიმოიხილეს ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს.
კვიპროსის მხარის გადაწყვეტილება საქართველოს საპარტიარქოსთვის მიწის გამოყოფის შესახებ ორი ქვეეყნის მეგობრობის გამოხატულებად შეფასდა.
საქრთველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს დადებითი შეფასება მიეცა, ამ მხრივ დავით ზალკალიანმა კვიპროსს საქართველოს გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
კვიპროსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრათხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

















