საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი ტუნისელ კოლეგას შეხვდა
.
საგარეო უწყების ინფორმაცით, დავით ზალკალიანმა და ჰამაეს ჯინაოუმ საქართველო-ტუნისის ურთიერთობები მიმოხილეს და ქვეყნებს შორის შეხვედრების სიხშირეს მაღალი შეფასება მისცეს, რაც თანამშრომლობის სამომავლო არეალების განსაზღვრას ხელს უწყობს.
ტუნისში განხორციელებულ დემოკრატიულ პროცესებს და რეფორმებს დადებითი შეფასება მიეცა. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ მხრივ საქართველოს წარმატებული გამოცდილება ტუნისს გაუზიაროს.
ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის განვითარების პრიორიტეტს.
მინისტრებმა გლობაური გამოწვევები მიმოიხილეს, მათ შორის ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. საქართველომ ტუნისის მთავრობის მცდელობებს, აღკვეთოს ექსტრემიზმი და ძალადობის შემთხვევები და უზრუნველყოს სტაბილურობა ქვეყანაში, მხარდაჭერა გამოუცხადა.
ქართულმა მხარემ ტუნისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

















