logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებული კანონპროექტის მონახაზის შესახებ აღინიშნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებული კანონპროექტის მონახაზის შესახებ აღინიშნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
11:12 16.02.2019
„საერთაშორისო პარტნიორებს გავაცანით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებული კანონპროექტის მონახაზი, აღინიშნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის, გერმანიის, აშშ-ის ელჩებსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ პროცედურასა და კრიტერიუმებს შეეხო.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებს კანონპროექტის მონახაზი გააცნეს. მისივე თქმით, რამდენიმე დეტალზე გამოითქვა შენიშვნები და მმართველი გუნდი ღიაა აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ.

„ჩვენ შევხვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განვიხილეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები. როგორც მოგეხსენებათ, წარიმართება ამასთან დაკავშირებით მუშაობა. ჩვენ გავაცანით კანონპროექტის მონახაზი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღინიშნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ ზოგადად.

გამოითქვა გარკვეული შენიშვნები. ჩვენ მზად ვართ, რომ გულდასმით განვიხილოთ ეს შენიშვნები და ამის მიხედვით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ კანონპროექტს. უახლოეს დღეებში მზად ვართ ასევე, რომ გაფართოებულ ფორმატში განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად პროცედურა და კრიტერიუმები, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, უნდა შემუშავდეს კანონპროექტი. რამდენიმე დეტალი იყო განხილული, რასთან დაკავშირებითაც გამოითქვა შენიშვნები და ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ამ საკითხებზე სასაუბროდ. ამასაც მხედველობაში მივიღებთ, როდესაც საბოლოოდ დამუშავდება ეს კანონპროექტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის პირველადი ვარიანტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის ღია, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურის გაწერას ითვალისწინებს.

„ეს ვარიანტი ითვალისწინებს ძალიან ღია, გამჭვირვალე და ასევე, ხანგრძლივი პროცედურის გაწერას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის. ეს პროცედურა იქნება სტრუქტურირებული იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღების ქვეშ წარიმართოს თითოეული საფეხური. ეს არის უზრუნველყოფილი იმ ვარიანტით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე საქართველოში სასამართლო რეფორმების შეფასებასთან დაკავშირებულ კვლევასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მთავარია პრაქტიკა და სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემაში ვითარება ფუნდამენტურად არის გაუმჯობესებული. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რჩება გამოწვევები, რომლებზეც საჭიროა მუშაობა. მისი თქმით, დღეს, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთერთი თემა ეს საკითხიც იყო.

„ჩემთვის მთავარია პრაქტიკა, სტატისტიკა და სწორედ ეს სტატისტიკა უჩვენებს იმას, რომ ვითარება არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული სასამართლოს სისტემაში. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სტატისტიკაზე და აღარ მინდა ამის გამეორება. ასევე, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს იმას, რომ ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, თუმცა, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და ამაზე არის საჭირო მუშაობა და მათ შორის, ამას დაეთმო ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც საერთაშორისო პარტნიორებთან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა