logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი : როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა
დავით ზალკალიანი : როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა
20:48 15.02.2019
„ამერიკელ სენატორებთან საუბარი იყო აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ერთსულოვანი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა 13 თებერვალს აშშ-ის სენატისთვის წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის შეხვედრის შემდეგ.

დავით ზალკალიანის თქმით, განხილული იყო ორი ძირითადი მიმართულება, რომლებიც აქტუალურია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებში - თავდაცვა და უსაფრთხოება, და ეკონომიკური თანამშრომლობა. „როგორც არასდროს, ისეთი მაღალია ჩვენი თანამშრომლობა აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან და ამას სჭირდება საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა და გაღრმავება. ყველა ორმხრივი ვიზიტი, რომელიც მომავალში განხორციელდება, იქნება ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღესვე, შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პატრიკ შენაჰენთან. დავით ზალკალიანის თქმით, მხარებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც თავის მხრივ, უპრეცედენტოა.

„მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა როგორც ნატოში ჩვენი ინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება ხელშესახები შედეგები. მოქმედებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც წარმატებით სრულდება და გვსურს რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაღრმავდეს“ - აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ცენტრალური თემა:
„ჩვენ გვექნება პარალელური ღონისძიება, რომელიც საქართველოს თემას მიეძღვნება და რომელზეც გაჟღერდება ჩვენი აქცენტები ნატოს გაფართოების შესახებ და საუბარი იქნება იმაზე, თუ რას ველით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. ისე როგორც შავ ზღვაზე თანამშრომლობის ფორმატები, რაც აისახა ბრიუსელის წინა სამიტზე. შავი ზღვა უნდა იქცეს მნიშვნელოვან მაკონსოლიდირებელ ფაქტორად ყველა მთავარ მოთამაშეს შორის“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა