არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი ვენესუელის
დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ არგენტინაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, ელისა ტროტა გამუს შეხვდა.
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებისა და ვენესუელაში დემოკრატიისთვის მებრძოლთა მხარდაჭერისთვის.
ელისა ტროტამ იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის დამყარდება მჭიდრო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით.

















