დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის
მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 4 ვაკანსია;
გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია;
გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
განცხადებების გადარჩევა
ტესტირება (პროფესიული და ზოგადი უნარები)
გასაუბრება
ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
უწყებაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
ვაკანსიებისა და კონკურსის პირობების გასაცნობად ეწვიეთ: hr.police.ge

















