აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთმხარდაჭერის უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციებს.
ასევე, განიხილეს თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. საუბარი შეეხო მხარეების წინაშე ამ ეტაპზე მდგარ ამოცანებს, განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები მოკლე და საშუალო ვადიანი პერიოდისათვის დასახული მიზნების მისაღწევად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ „ასტანის ეკონომიკურ ფორუმს“ და მასში საქართველოს მაღალ დონეზე მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

















