logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა
დავით ზალკალიანი: უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა
09:45 15.02.2019

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

დავით ზალკალიანმა მთავარი აქცენტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებაზე გააკეთა. მისი თქმით, შავი ზღვის აუზში ნატოს გაძლიერება რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, შავ ზღვაზე ძლიერი და სანდო პარტნიორების არსებობა ალიანსისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, „შავი ზღვა მშვიდობისა და მდგრადი განვითარების რეგიონად უნდა იქცეს, სადაც ქვეყნები თავიანთ ერთიან ძალისხმევას სტაბილურობის განმტკიცებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართავენ“.

როგორც ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს შავ ზღავზე ნატოს გაძლიერებულ ჩართულობას. ამ კონტექსტში, მან ნატოს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი სტრატეგიის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელიც უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს შავი ზღვის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით გაუმკლავდება.

“უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა.

ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ნატოს განსაკუთრებით აშფოთებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, კრიზისი, რომელიც მან შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში და აზოვის ზღვაში. ყოველივე ეს აშკარას ხდის რუსეთის სტრატეგიას: გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რეგიონის სხვა სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე.

აშკარაა, რომ რუსეთის მიზანია დააშინოს რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და ე.წ. გავლენის სფეროები ევროპაში”-განაცხადა ზალკალინმა

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის პოლიტიკაზე დააშინოს რეგიონის ნატოს მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და გავლენის სფეროები ევროპაში. ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინასა და აზოვის ზღვაში შექმნილი კრიზისი ერთი სქემის მიხედვით ხორციელდება.

“ყირიმამდე და აღმოსავლეთ უკრაინამდე, სქემას საფუძველი საქართველოში ჩაეყარა. საქართველო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყსიდან უმკლავდება ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან ჰიბრიდულ ომს. მაშინვე ცხადი იყო, რომ რუსეთი არ აპირებდა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან შეგუებას და რეგიონში დაკარგული დომინანტური პოზიციის დაბრუნებისთვის ემზადებოდა. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე გამოუცხადებელი ომი 2008 წელს ორ ქართულ რეგიონზე პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმითა და ამ რეგიონების ოკუპაციით გაგრძელდა.

რუსეთი განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას, ექსპანსიასა და მილიტარიზაციას, და მან უკვე გადადგა ნაბიჯები საქართველოს სუვერენული რეგიონების ანექსიის მიმართულებით”- განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ნატომ დროულად უნდა შეიმუშავოს უფრო ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული სტრატეგია.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მოკავშირეებთან ერთად აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით და უკვე მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია, კერძოდ, თავდაცვის სფეროში ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში. „ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მზადაა მხარი დაუჭიროს ნატოს ინიციატივების გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ნატოელი მოკავშირეების გვერდით ვიდექით - ყოველთვის და ყველგან, სადაც კი ჩვენი მხარდაჭერა საჭირო იყო. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი წვლილის შესატანადაც, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება უსაფრთხოებას უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს“ - დასძინა მინისტრმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ხშირად წარმოადგენენ რუსეთის პირდაპირ სამიზნეს და „რუსეთის მიერ ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობა ძირს უთხრის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ნატოს ღია კარი პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, „ღია კარის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავების ყველაზე რეალური შესაძლებლობაა“. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო თავისი სტაბილური დემოკრატიით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და მზარდი ეკონომიკით მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად და ის ნატოს წევრი გახდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციაში მონაწილეობს.

მინისტრი გერმანიის ატლანტიკური ასოციაციისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა