საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს
გენერალურ-მდივანთან ჯოკე ბრანდტთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ასევე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის მარტში დაგეგმილ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებზე და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

















