„ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან, რათა კიდევ
უფრო მეტად ავამაღლოთ სტაბილურობის და უსაფრთხოების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და მიუნხენის კონფერენცია, ამისთვის იქნება გამოყენებული კარგ პლატფორმად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით იღებს მონაწილეობას.

















