logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა
16:54 14.02.2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემავალმა დეპარტამენტებმა და სსიპ-ებმა მთავრობის წევრებს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა მიმოიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგები, რომლებიც მოიცავდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიზნეს სექტორისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მართული ორი ორგანიზაციის ძირითადი სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების მიერ 2017-2018 წლებში გატარებულ ღონისძიებებს.

დეპარტამენტმა გასულ წელს გამოსცა ყოველკვარტალური და წლიური სტატისტიკური ბიულეტენები და კრებულები, რომელიც აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს წარედგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტებში დევნილი მოსახლეობის ჩართულობას და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამებისა და საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი 2018 წელს ახორციელებდა სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქმიანობის წლიური და კვარტალური შედეგებიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და რეალიზაციის მონიტორინგს.
2018 წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ფინანსური კონტროლის გამკაცრებისა და რისკების შემცირების მიზნით გეგმური აუდიტი განახორციელა შემდეგ ორგანიზაციებში: შპს. „აფხაზეთიდან იგპ გლდანის რეგიონალური პოლიკლინიკა“ (საოჯახო მედიცინის ცენტრი „დიოსკურია“), შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ ქალთა კონსულტაცია“, შპს. „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ცხუმი“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ წყალტუბოს პოლიკლინიკა“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ ფოთის პოლიკლინიკა“ და შპს. „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ბიჭვინთა“. აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

სსიპ. „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ“ 2018 წელს განახორციელა დაბა წყნეთში დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ადგილებში საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების მონიტორინგი დისტანციური მეთოდით და მათი პრევენციისთვის წინადადებები შეიმუშავა. ასევე, გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე შეიქმნა გაგრისა და გუდაუთის რაიონების მტკნარი, თერმული და მინერალური წყლების ელექტრონული გეოინფორმაციული პაკეტები.
სააგენტოს ინიციატივით მოეწყო კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი“.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა იმ საგანგაშო ეკოლოგიურ ვითარებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ინერტული მასალების მოპოვებამ გამოიწვია.

სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის 2018 წლის საქმიანობის შესახებ. საქვეუწყებო დაწესებულებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალების შესაბამისად შეიმუშავა და წარმოადგინა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი გადაუდებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებები რეგიონების მიხედვით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა