საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, გიორგი შარვაშიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, დეივიდ ვან ვიილს შეხვდა.
საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ოფიციალური ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობას.
საქართველოს ელჩმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

















