logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზალკალიანი პომპეოსთან შეხვედრაზე: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დინამიურად ვითარდება
ზალკალიანი პომპეოსთან შეხვედრაზე: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დინამიურად ვითარდება
12:09 14.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პოლონეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა შეაფასა :

„ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან. უაღრესად პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ვითარდება ძალიან მაღალი დინამიკით. ამის მაჩვენებელია ჩვენ ქვეყნებს შორის განვითარებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს გზა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს, გამყარდეს და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგში აისახოს“- განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის განმარტებით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და აღინიშნა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი.

„საუბრის დროს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ვაცნობე ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის უკანონო ქმედებები, რასაც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის მიმართ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ადრე, ისე მომავალშიც, კვლავ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ“ - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებს ვარშავაში მიმდინარე მინისტერიალზეც განიხილიეს.

„კონფერენციის მსვლელობისას სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები, როგორც უკრაინაში ისე საქართველოში და ჩვენი საუბრის დროსაღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს რუსეთის ფედერაციასთან დღის წესრიგში ჩვენი საკითხის აქტუალურად წინ წამოწევას“ - განმარტა დავით ზალკალიანმა.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელმა განმარტა, ორმხრივი ასპექტების გარდა, საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებს, სადაც ვაშინგტონი დათბილისი ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

„უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა ასევე ჩვენ თანამშრომლობას გლობალური მნიშვნელობის საკითხებში და განსაკუთრებით პოზიტიურად იყო გამოყოფილი ვენესუელასთან მიმართებაში ჩვენითანმხვედრი პოზიცია. მაიკ პომპეოს მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით იმ რეფორმების განხორციელების კუთხით რომელსაც საქართველო მთავრობა ახორციელებს და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო შეუქცევადი და მყარი გახდება“-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავაში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა