logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ძალიან კონკრეტული პერსპექტივები, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში
ლევან იზორია აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ძალიან კონკრეტული პერსპექტივები, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში
15:34 13.02.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს .

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის პირველი დღე ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონთან შეხვედრით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, მინისტრმა აშშ-ის წარმომადგენელს ნატოში აშშ-ის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას.

„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა მქონდა აშშ-ის მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან. განვიხილეთ ძალიან კონკრეტული პერსპექტივები, თუ როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში. საუბარი იყო განსაკუთრებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განხორციელების ასპექტზე, რომელიც წელს ჩრდილოეთ მაკედონიას შეეხო, ორი წლის წინ კი, მონტენეგროს“ – განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლევან იზორიამ ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მომავალი წლის გეგმები გააცნო. აღინიშნა ორმხრივ ფორმატში აშშ-საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობის საკითხი. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი აშშ-საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის (GDRP) პროგრამის მიმდინარეობასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის სრულყოფაზე. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე, ბიუჯეტისა და რესურსების სწორად განაწილებაზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე.


ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიტვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა