logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის აპარატის უფროსმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალ გენერალურ მდივანს უმასპინძლა
პარლამენტის აპარატის უფროსმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალ გენერალურ მდივანს უმასპინძლა
13:06 12.02.2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მოწვევით თბილისში ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ახალდანიშნული გენერალური მდივანი, ტიგრან გალსტიანი იმყოფება. სომხეთის პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართულ პირველი ზამთრის აკადემიის გახსნას დაესწრო და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ეწვია.

სომეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე, გივი მიქანაძემ ტიგრან გალსტიანს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და საზედამხედველო კონტროლის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

სტუმარი საქართველოს ახალი კონსტიტუციის და განახლებული რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, უშუალოდ პარლამენტის აპარატში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა.

გივი მიქანაძემ სომეხ კოლეგას მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების და მათი საპარლამენტო საქმიანობაში უფრო მეტი ჩართულობის მიზნით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო და ასევე ისაუბრა პარლამენტის სასწავლო ცენტრის გაძლიერების კუთხით ჩატარებულ აქტივობებზე, შიდა ტრენერების გადამზადებასა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების სასწავლო ცენტრებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობაზე. პარლამენტის აპარატის უფროსი კვლევითი დეპარტამენტის გაძლიერების და რეფორმირების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ განახლებული კვლევითი ცენტრი ახალი ფორმატით ოპერირებას 1 აპრილიდან განახორციელებს.

გივი მიქანაძემ შეხვედრის დასასრულს ტიგრან გალსტიანს და მის თანმხლებ დელეგაციას პარლამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის და მათთვის შესაბამისი სერვისების დანერგვის მიზნით, პარლამენტის შენობაში განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან გამართულ შეხვედრისას, ტიგრან გალსტიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების მიზნით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტების აპარატებს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა