საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს
, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთამინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის, ასევე, სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულვითარებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველო მზად არის ეუთოსთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურებისთვის.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე სლოვაკეთსა და საქართველოს შორის, ასევე, ჩვენს თანამშრომლობაზე ეუთოსთან. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კონფლიქტზე, გავამახვილეთ ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი ადამიანის უფლებების დარღვევის და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ ეუთოს როლს კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებში, როგორც, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის სტატუსის მქონე სუბიექტის როლს, და მზად ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად გავააქტიუროთ “,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისპრეზიდენტი გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

















