„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდება.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი ორ ძირითად ძალას შორის უნდა გააკეთოს.
ნათელაშვილის თქმით, ერთ მხარეზეა სააკაშვილისა და ივნიშვილის ჯგუფი, ხოლო მეორე მხარეს „ლეიბორისტული პარტია“.
„ასარჩევი სამწუხაროდ ბევრი არაფერი გაქვთ, ერთ მხარეზეა სამშობლოთი მოვაჭრე სააკაშვილ-ივანიშვილის პროამერიკულ მილიარდერ მძარცველთა ბანდა, მეორე მხარეს თქვენი „ლეიბორისტული პარტია“, რომელსაც არაერთხელ უღალატეთ და ეს უკვე დაგიჯდათ ქვეყნის დაშლად“- განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობა ერთხელ მაინც სწორ არჩევანს გააკეთებს და „ლეიბორისტულ პარტიას“ აირჩევს, საქართველო გადარჩება.
„ისტორია შეცდომას არ გვაპატიებს. ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ გადაგარჩენთ. მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ, საქართველოს აღვადგენთ, მთავარია არ გაიყიდოთ და არ შეშინდეთ!“ - აღნიშნა ნათელაშვილმა.

















