იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს
, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დარჩება თუ არა მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრად, თებერვლის ბოლომდე მიიღებს.
„ყველაფერს გეტყვით თავის დროზე. ახლა არ ვარ მზად, რომ ამაზე გელაპარაკოთ“ - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს კოლეგებთან. მისი თქმით ნაწყენი არავისზე არაა.
„ახლა ვფიქრობ და შინაგანი შფოთვა მაქვს, რომ სწორად ვიაროთ ამ მნიშვნელოვან პროცესში და არ დავუშვათ შეცდომები“ - განაცხადა ბესელიამ

















