logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ჟორჟოლიანი: ავტონომია უნივერსიტეტს სჭირდება იმისთვის, რომ იქ არ იყოს იდეოლოგიური შეზღუდვები
გია ჟორჟოლიანი: ავტონომია უნივერსიტეტს სჭირდება იმისთვის, რომ იქ არ იყოს იდეოლოგიური შეზღუდვები
15:10 08.02.2019
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტს ავტონომია სჭირდება, მაგრამ კომპეტენციის გარეშე ავტონომიურობამ შეიძლება მხოლოდ ზიანი მოიტანოს.

„ავტონომია უნივერსიტეტს სჭირდება იმისთვის, რომ იქ არ იყოს იდეოლოგიური შეზღუდვები და არ იყოს პოლიტიკური პრეფერენციებით შეზღუდვები. თუ ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ იქ მაღალი ხარისხის და მართლაც ავტონომიურად მოაზროვნე პროფესორები არიან და იქ არის პროფესურა, რომლებიც პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და ასე შემდეგ ანგაჟირებულია, ორგანიზაციული ავტონომიის მეშვეობით ჩვენ ვამყარებთ სტაგნაციას, რაც ხელს უშლის რეალურად აზროვნების ავტონომიურობის დამკვიდრებას.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციაზე, რა კომპეტენციები აქვთ იმ ჯგუფებს, ადამიანებს და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გინდა თუ არა თქვენს თავზე აიღეთ რაღაც. ჯერ მხარი დავუჭიროთ, ჯერ კომპეტენცია შევძინოთ. რა თქმა უნდა, ავტონომია კარგია, მაგრამ კომპეტენციის გარეშე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოიტანოს,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე თავის გამოსვლაში გუშინ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

„ჩვენ, ყველამ ძალიან დიდი მწუხარება გამოვთქვამთ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ მწუხარებას ამ ოჯახისას, მაგრამ მე მინდა, ასევე მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალურობა. ამიტომ, ბატონო მინისტრო ვფიქრობ, რომ თქვენი არგუმენტაცია საკმაოდ დამაჯერებელი იყო“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი მოსაზრებით, რადიკალური და მყისიერი ცვლილებები როგორც სკოლის შეფასების სისტემასთან, ასევე მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულ განსჯას საჭიროებს და დღეისათვის, შეიძლება ეს მხოლოდ ზიანის მომატანი იყოს.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ დღეს უკვე, აღნიშნული საკითხის განხილვაში საზოგადოება ჩაერთო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა