logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე: ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის
სოფო კილაძე: ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის
15:00 08.02.2019
„ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე. მისი შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან არსებული განათლების სიტემა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და იმ სტანდარტებს, რომელიც მიღებულია განვითარებულ თანამედროვე ქვეყნებში, დაწყებული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებით და დასრულებული განათლების ხარისხით.

„უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმისკენ დიდი რესურსი მივმართოთ, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. ის პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ძველ და ახალ განაყოფებს, რომლებმაც ფაქტობრივად დაასამარეს განათლების სისტემა, გვესაუბრება დღეს იმაზე, თუ რატომ ვახდენთ ამ სისტემის რეფორმას“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა საგნობრივად გააკრიტიკონ მოვლენები.“ ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური გარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას წარმატება არ ექნება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო რეფორმას სისტემურად მიუდგა და ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოცდების გაუქმების საკითხსაც შეეხო. „არსებობს არგუმენტები და ვთხოვ საზოგადოებას, ეს არგუმენტები გაითვალისწინოს. აქამდე სისტემა მიმართული იყო გამოცდების ჩაბარებისკენ მაშინ, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რომელზეც ჩვენ სწორებას ვაკეთებთ, ბაღებიდან ამზადებენ ბავშვებს ცხოვრებისთვის, პროფესიისთვის, იმისთვის, რომ იყონ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ასეთი განათლების სისტემა იღებს მხოლოდ ისეთ შედეგებს, რომელსაც ვუყურებთ, როგორი ქვეყნებიც არიან, მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და სხვ. ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის და ეს ძალიან სწორად არის დანახული სამინისტროს მხრიდან“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, შესაცვლელია ზოგადი უნარების ტესტებისადმი მიდგომაც. „კვლევა, რომელიც სამინისტრომ წარმოადგინა, მაფიქრებინებს, რომ გვჭირდება ცვლილება. ის, რომ უნარების ტესტებში სოფელსა და ქალაქს შორის ბავშვების შედეგების მიხედვით არის ძალიან დიდი განსხვავება, არის ინდიკატორი იმისა, რომ გვჭირდება თანაბრობის უზრუნველყოფა განათლების სისტემაში“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა