არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ ხაჩიძის უწყების დამსახურებაა ის, რომ ვაშლოვანში 1000 ჰა-ზე მეტი ტყის მასივი განადგურდა და არსებობს ცეცხლის კერების სხვა ადგილებში წარმოქმნის საფრთხე, ვინაიდან, წლებია ხანძარსაწინააღმდეგო ღონსძიებები არ გატარებულა.
„იმის მაგივრად, რომ მინისტრს ხანძართან ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, იგი ქუთაისში კონცერტზე ერთობოდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და თავისი დღევანდელი თანამდებობა მხოლოდ პირადი მიზნების მისაღწევად და გასართობად სჭირდება“ - აცხადებს მჟავანაძე.
მისივე თქმით ხაჩიძის მინისტრობის პერიოდში საქართველოს ეკოსისტემა ყოველდღიურად მნიშვნელოვან ზიანს განიცდის.

















