"სოციალ-დემოკრატების" ლიდერის გია ჟორჟოლიანის შეფასებით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც
ხელისუფლება 8 წლის განმავლობაში ატარებს.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღნიშნული გამოსვლა რადიკალურად შეეწინააღმდეგება იმ პოლიტიკასაც, რასაც ეს ხელისუფლება დარჩენის შემთხვევაში გაატარებს" - განუცხადა "ნიუსპრესს" გია ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებით მწვავე ჯონდი ბაღათურიას გამოსვლა იყო.
"ეს კრიტიკა იყო ძალიან მწვავე, თუმცა, ახალი პოზიციები იქ არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად "ქრისტიან-დემოკრატები" და სხვა პარტიები, რომლებიც შუალედურ პოზიციას იკავებენ, უფროდაუფრო მწვავე ხდებიან. ეს ალბათ არჩევნების მოახლოებას უკავშირდება",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

















