პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბოლნისში, დმანისში და თეთრიწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.
„ჩვენი მიზანია თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ ქვეყნის განვითარებიდან მიღებული მეტი სარგებელი, რომ თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომი ჯანდაცვით, აღმოიფხვრას უმუშვერობის პრობლემა და გაძლიერდეს ქართული სოფელი“ - აცხადებენ მმართველ პარტიაში.
რაც შეეხება პროპორციული სიების გამოქვეყნებას, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, იგი კანონის ფარგლებში მოხდება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა პროპორციული სიები ცესკო-ს არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა წარუდგინონ.

















