logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: იმ სკოლებს, სადაც ინკლუზიური განათლება ხორციელდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
რატი იონათამიშვილი: იმ სკოლებს, სადაც ინკლუზიური განათლება ხორციელდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
15:55 07.02.2019
„როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდით, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი განათლების, ინკლუზიური განათლების დანერგვას და როდესაც თქვენ მინისტრი გახდით, ჩემთვის ერთ-ერთი დამატებითი მოტივაცია სწორედ ეს იყო, რომ ძალიან სწორად და კარგად იცოდით, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება და რა გამოწვევებისა დაპრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ“ - მიმართა პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს,მიხეილ ბატიაშვილს, რომელმაც დღეს დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა და სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების სტატუსი გააცნო.

რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, გასული წლის, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა მიიღო, რომლითაც მოხდა სპეციალური პედაგოგის სტატუსის აღიარება და ის გაუთანაბრდა პედაგოგის სტატუსს.

რატი იონათამიშვილის თქმით, უცნაურია, როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს, ერთი მხრივ, იმ პრობლემებზე, რაც არის განათლების სისტემაში და მეორე მხრივ, რეფორმისა და ცვლილებების წინააღმდეგია.

„მე ვფიქრობ, რომ განათლება არის ის სფერო, სადაც ყველა ერთნაირად უნდა ვიყოთ მონდომებული. ეს ჩვენი პოლიტიკური გადანაწილების სივრცე ნამდვილად არ არის“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მან მინისტრს თხოვნით მიმართა, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ სკოლებს, სადაც ინკლუზიური სწავლება ხორციელდება.

„2019 წლის ბიუჯეტში ჩვენ გავაორმაგეთ სკოლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები. მართალია, ამ თანხის განკარგვა უფრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება განათლების სამინისტროს პოზიციაც. მინდა გთხოვოთ, რომ იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს პრიორიტეტები, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება და სადაც ეს მიმართულება არის უფრო მეტად განვითარებული და დანერგილი“-მიმართა რატი იონათამიშვილმა მინისტრს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა