logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა დარსალიამ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ლაშა დარსალიამ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
12:55 07.02.2019
საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით, ეუთო-ს სლოვაკეთის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების თემას იყო ეუთო-ს რეგიონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ღონისძიება გახსნა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ყურადღება გაამახვილა ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობებზე, რომელსაც 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ფრანტიშეკ რუჟიჩკასთან, სლოვაკეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან ოკსანა ტომოვასთან და სამინისტროს საერთაშორი­სო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან კარლა ვურსტეროვასთან. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა ეუთო-ში საქართველოს პრიორიტეტებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკისა და მონტენეგროს საგარო უწყებების სახელმწიფო მდივნებთან - ოლეგ კრავჩენკოსა და ზორან იანკოვიჩთან და კოლეგებთან ალბანეთის, სომხეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო უწყებებიდან - არტემის დრალოსთან, არტაკ აპიტონიანთან და იოსიფ ბრკიჩთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის საკითხები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა