logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია
12:41 07.02.2019
7-8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია , მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, 7 თებერვალს, გაიმართა საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები. უზბეკეთის მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე, ილხომჟონ ნიემატოვი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. ილხომჟონ ნიემატოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უზბეკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დააფიქსირა უზბეკეთის მთავრობის მისწრაფება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობისკენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას. უზბეკეთის წარმომადგენელი საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების ათვისებით დაინტერესდა. გამოითქვა სურვილი, განვითარდეს თანამშრომლობა მრეწველობის და ვაჭრობის სფეროებში, ასევე, უზბეკეთის მთავრობა დაინტერესებულია, ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით. საუბარი ასევე შეეხო თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებით გაგრძელდება კონმსულტაციები კომპეტენტურ უწყებებს შორის.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა და შეთანხმდნენ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრების გამართვა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მაჯლისის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებთან და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა