logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ კონგრესმენ ბილ ფლორესს შეხვდა
დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ კონგრესმენ ბილ ფლორესს შეხვდა
11:32 06.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ში რესპუბლიკელ კონგრესმენს, ბილ ფლორესს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთ საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებითა და დამტკიცებით. მათ შორის მხარები მიესალმნენ 116-ე მოწვევის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ხელახალ ინიცირებას და ასევე 2019 წლის აშშ-ს კონსოლიდირებული აქტის სენატის ვერსიაში საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების გაზრდას, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვერსია შენარჩუნებული იქნება საბიუჯეტო კანონის საბოლოო დამტკიცებისას.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ახალი მოწვევის კონგრესთან.

მინისტრმა კონგრესმენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და აღნიშნა ამ პროცესში აშშ-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას და ამ კუთხით აშშ კონგრესის მხარდაჭერას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა