logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მეათე მოწვევას გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით თვისებრივად გაძლიერებულ პარლამენტს
ირაკლი კობახიძე: მეათე მოწვევას გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით თვისებრივად გაძლიერებულ პარლამენტს
16:11 05.02.2019
„2019 წელს გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები პარლამენტისა და მისი აპარატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც უკვე დასახულია კარგად გააზრებული გეგმა“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების გამართული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს და აპარატის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აპარატის თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო ცენტრის განვითარების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, დისტანციური სწავლების დანერგვა, შეიქმნება სასწავლო მეთოდური ბიბლიოთეკა, ასევე, განხორციელდება საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამები.

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ხელშესაწყობად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, 2019 წლის 1 აპრილიდან ჩამოყალიბდება პარლამენტის კვლევითი ცენტრი, რომელიც სათანადო ფუნქციებითა და დაფინანსებით მოემსახურება პარლამენტის საჭიროებებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 2018 წელს ყურადღება დაეთმო საქართველოს პარლამენტის სასახლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, განხორციელდა პარლამენტის შენობის ავარიული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობა გახდა ადაპტირებული შშმ პირებისათვის; გარემონტდა და მოეწყო საარქივო საცავი; აგრეთვე, მომზადდა სივრცე სტამბისთვის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტები 2019 წელსაც გაგრძელდება - დაგეგმილია პარლამენტის სასახლეში თანამედროვე საკონფერენციო სივრცეების მოწყობა; პარლამენტის გარე და შიდა ფასადის რეაბილიტაცია; სასწავლო ცენტრისთვის აშენდება დამატებითი აუდიტორიები.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც 2016 წელს, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მემკვიდრეობით მიიღო.

„ჩვენ იმთავითვე დავისახეთ ამბიციური მიზანი, გაგვეუმჯობესებინა მდგომარეობა ყველა მიმართულებით და ამ მიზნის განხორციელებას ვემსახურებით თანმიმდევრულად, კომპლექსური გეგმით. ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი უკვე მიღწეულია: მივიღეთ დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპული პარლამენტარიზმის საუკეთესო ტრადიციებთან და რომლის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი ძლიერი პარლამენტია; მივიღეთ დახვეწილი რეგლამენტი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კანონშემოქმედების, ისე ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებას. 2019 წელს, უკვე პრაქტიკაში დაინერგება პარლამენტის ახალი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ინსტრუმენტები, რითაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობა საზოგადოებისთვის ხელშესახები გახდება. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნული პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობაზე დადებითად აისახება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2019-2020 წლებში, ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება პარლამენტის სასახლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, 2019 წელს გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები პარლამენტისა და მისი აპარატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც უკვე დასახულია კარგად გააზრებული გეგმა.

„ამ ამბიციური გეგმის განხორციელებით, ჩვენ მეათე მოწვევას გადავაბარებთ პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით, თვისებრივად გაძლიერებულ პარლამენტს, რაც უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მდგრადი დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამ გეგმის სრულფასოვანი განხორციელება თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობასა და სახელმწიფოებრივი მიდგომით საქმიანობაზეა დამოკიდებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა