საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულება გამოქვეყნდა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის 2 პრიმა პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.
საქართველოს პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.

















