საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სამტრედიის სოფელ დიდი ჯიხაიშის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა, სადაც მოსავალი წვეთოვანი სისტემით ირწყვება.
მერაბიშვილმა იქ მომუშავე გლეხებთან მსგავსი ნაკვეთების მახლობლად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ცენტრების გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, მსგავსი ტიპის 500-მდე სოფლის მეურნეობის საწარმო შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას, ჭარბი პროდუქციის გადამუშავებას და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ მის ექსპორტზე გატანას.
„ჩვენი ამოცანაა საქართველოში გავხსნათ 500 სასოფლო-სამეურნეო საწარმო, სადაც დამატებით 50 ათასი ადამიანი დასაქმდება. რაც მთავარია, ჩვენთან აღარ უნდა იყიდებოდეს თურქული, უცხოური პროდუქცია“- აღნიშნა მერაბიშვილმა.

















